ლარი დოლართან მიმართებით 0.32 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.19 თეთრით. 19 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6057 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8446 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.65 ლარია, ხოლო ევროსი - 2.90 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.61 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.85 ლარად.