ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვა: პრიგოჟინის რიტორიკა რუსი მმართველი ფენებისთვის გამოწვევად იქცევა

ევგენი პრიგოჟინი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნაზე წერს, რომელიც "მოხალისე რაზმებს", როგორიცაა ვაგნერის ჯგუფი 1 ივლისამდე თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებას ავალდებულებს. ამ გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც მხარს უჭერს. 

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ახალი ბრძანების გაცემამდე, ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მწვავედ აკრიტიკებდა, მაგრამ პუტინის ავტორიტეტს ეყრდნობოდა. თუმცა, პუტინის კომენტარების მიუხედავად, 14 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ "ვაგნერის არცერთი მებრძოლი მზად არ არის სირცხვილის გზაზე გაიაროს", ამიტომაც კონტრაქტებს ხელს არ მოაწერენ.

"პრიგოჟინის რიტორიკა გამოწვევად იქცევა რუსი მმართველი ფენებისთვის. 2023 წლის პირველი ივლისი, მოხალისეების მიერ კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა, სავარაუდოდ დაპირისპირების საკვანძო ეტაპი იქნება". - წერს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.

 

კომენტარები