ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვა: კონტრშეტევის მოგერიების მიზნით, რუსეთი ზაპოროჟიეში თავდაცვას აძლიერებს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში რუსული ძალები ზაპაროჟიეს რეგიონში თავდაცვის დიდი ხაზების მოწყობას განაგრძობენ.

ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ მელიტოპოლზე უკრაინის კონტრშეტევის მოგერიების მიზნით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეში, 120-კილომეტრიანი მონაკვეთის გასწვრივ თავდაცვის სამი ხაზი მოაწყვეს. 

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა ჩადო ამ თავდაცვით სამუშაოებში, რადგან დარწმუნებულია, რომ უკრაინა ქალაქ მელიტოპოლზე თავდასხმას განიხილავს. 

კომენტარები