ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვა: პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომა 2022 წლის შემდეგ პირველად გამართა

ვლადიმირ პუტინი 2023 წლის 21 თებერვლის ფედერალური კრებისადმი მიმართვაზე.
კრემლი

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 2023 წლის 5 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა, რომელიც 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ არ ჩატარებულა.

ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ მთავარი მოხსენება შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ კოლოკოცკევმა წარადგინა, რომელმაც უკრაინის უკანონოდ ანექსირებულ რეგიონებში მართლწესრიგის, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენასთან და რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

დაზვერვის შეფასებით, კოლოკოლცევის არჩევა მთავარ მომხსენებლად, სავარაუდოდ, არის კრემლის მცდელობა, აჩვენოს, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება ნორმალიზდება. სინამდვილეში, ტერიტორიის დიდი ნაწილი აქტიურ საბრძოლო ზონად რჩება, გრძელდება პარტიზანული თავდასხმები და მოსახლეობას ძირითად საჭიროებებზე უაღრესად შეზღუდული წვდომა აქვს. 

კომენტარები