ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ომისთვის 400 000 მოხალისის მობილიზებას გეგმავს

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთში შესაძლოა ახალი ნაწილობრივი მობილიზაცია დაიწყოს, რომელიც დამატებით 400 000 ჯარისკაცის რეკრუტირებას გულისხმობს.

"რუსეთი კამპანიას წარმოაჩენს როგორც პროფესიონალი კადრების ნებაყოფლობით დაკომპლექტებას და არა როგორც ახალ სავალდებულო მობილიზაციას".

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ პრაქტიკაში ეს განსხვავება ბუნდოვანი იყოს და რომ რეგიონული ხელისუფლება შეეცდება, მამაკაცები იძულებით გააწევრიანოს. მათივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კამპანია 400 000 ნამდვილ მოხალისეს მოიზიდავს.

"რუსეთის ხელისუფლებამ სავარაუდოდ შეარჩია „მოხალისე მოდელი“ პერსონალის დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს შიდა უთანხმოება". - წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის საბრძოლო ძალაუფლების აღდგენას პერსონალზე მეტი დასჭირდება; რუსეთს იმაზე მეტი საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკის მარაგი სჭირდება, ვიდრე ამჟამად ხელმისაწვდომია.

 

კომენტარები