ევროკავშირი-საქართველო

პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე: კეთილი ინებონ, ზრდასრულებივით მოიქცნენ და აიტანონ კრიტიკა

რაც შეეხება რიტორიკის საკითხს, აქაც მგონია, რომ უნდა დასერიოზულდნენ ევროპარლამენტის წევრები. ეს ბავშვური დამოკიდებულება ასეთი საკითხის მიმართ აბსოლუტურად გამაოგნებელია. არაერთხელ გვსმენია, მათ შორის, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებთან საუბრის დროსაც, რომ ევროპარლამენტის წევრების მიმართ კრიტიკას მოვერიდოთ. ვიცით, რაც ხდება. არის ევროპარლამენტის რამდენიმე წევრი, რომელიც ყოველდღე ოპოზიციურ საკუთრებაში არსებულ მედიებში საქართველოს პოლიტიკის კომენტატორებად ჩნდებიან და მიდის მათგან საუბარი, რომ მოსკოვთან გარიგებულია საქართველოს ხელისუფლება, პუტინი, რუსეთი და ზოგადად, რაც აქვს ნაციონალურ მოძრაობას ნარატივი. ამაზე, რა თქმა უნდა, ხდება ჩვენს მიერ პასუხის გაცემა და რეაგირება და როგორც კი ჩვენგან არის საპასუხო კრიტიკა, იქვე ვარდებიან შეურაცხყოფილ მდგომარეობაში, თუ როგორ შეიძლება მათი კრიტიკა.

ბოდიში მომითხოვია, მაგრამ თუკი ვსაუბრობთ ევროპულ მიდგომებზე, ზემოდან ყურება სხვა ქვეყანაზე, რაც არ უნდა პატარა ვიყოთ, ეს არ არის ევროკავშირის დამოკიდებულება. ეს ცოტა სხვა დროს გვაგონებს და ევროკავშირში არიან ქვეყნები და ადამიანები წარმოდგენილნი, რომლებიც იმ სისტემაში გაიზარდნენ და არ ვიცი, ეს ნოსტალგიებია, თუ რა არის, მაგრამ ზემოდან ყურება არ შეიძლება. თუ ისინი გვაკრიტიკებენ, ჩვენც ვაკრიტიკებთ და მიიღონ, ეს არის ჩვეულებრივი დებატის ნაწილი და კეთილი ინებონ და ზრდასრული პოლიტიკოსებივით მოიქცნენ და აიტანონ ეს კრიტიკა. 

ამბობს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილი TV IMEDI-ს ეთერში.

კომენტარები