საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე 19 აპრილის შეთანხმებაზე: მიზანი ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა იყო

იყო აბსრუდული შეთანხმება [19 აპრილის შეთანხმება], აბსურდული ჩანაწერებით, აბსოლუტურად უსამართლო. ამ პოლიტიკურ შეთანხმებას მიზანი ჰქონდა ორი: ერთი იყო ხელისუფლების შეცვლა ხალხის ნების წინააღმდეგ, არჩევნების შედეგის მიუხედავად – მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებული იყო საპარლამენტო არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნებს მიება საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ კომპრომისზე წავედით, თორემ ეს ხომ აბსურდული, სამარცხვინო, თავს მოხვეული შეთანხმება იყო. მეორე მიზანი ამ შეთანხმების იყო სასამართლოზე ნაცმოძრაობის მეშვეობით გარკვეული გავლენის აღდგენა გლობალური ომის პარტიის მხრიდან.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები