ქართული ოცნება

კობახიძე გახარიაზე და ენმ-ზე: თვალთხარიამ და აქეთ დასამთავრებელმა პარტიამ შექმნეს კოალიცია

ვიღაცას რომ ეკითხა მანამდე, ხომ თითქოს წარმოუდგენელი იყო ნაცმოძრაობის და გახარიას კოალიცია. რა მორალი აქვს ან ერთს, ან მეორეს, მაგრამ ხომ მოუწიათ მორალურ კომპრომისზე. ამაზე არ წავიდოდნენ, დავალება რომ არ მიეღოთ. ვიღაცამ დაავალა. ნაცმოძრაობა გახარიას ეძახდა თვალთხარიას და ეს ამბობდა ნაცმოძრაობაზე, დაგამთავრებთო. წარმოიდგინეთ, რამხელა მორალური კომპრომისია, მათ შეკრეს კოალიცია. ანუ, თვალთხარიამ და აქეთ დასამთავრებელმა პარტიამ შექმნეს ერთმანეთში კოალიცია. დავალებას რომ იღებენ, ამიტომ უწევთ ასეთი მორალური კომპრომისი და საზოგადოება ხედავს ამას და ამიტომაა, რომ გახარია არის ჩამოსული 1%-ზე, ნაცმოძრაობა არის ჩამოსული 20%-ს ქვემოთ.

აგენტი როცა ხარ, გიწევს ისეთი დავალებების შესრულება, რაც შემდეგ გაკარგვინებს რეპუტაციას საკუთარ საზოგადოებაში. [...] ჩვენ კომპრომისებზეც გვიწევდა წასვლა, ამიტომ იყვნენ ეს აგენტები ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მაგრამ დღეს აღარ მივდივართ, აღარ გვიწევს ამ კომპრომისებზე წასვლა და ჩვენი გუნდი არის სუფთა, ძლიერი და ერთიანი, როგორც არასდროს.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები