აშშ-ჩინეთი

ბილ გეიტსი სი ძინფინგს შეხვდება

ბილ გეიტსი
Justin Tallis/Pool via REUTERS/File Photo

Microsoft-ის თანადამფუძნებელი, ბილ გეიტსი 16 ივნისს, ჩინეთში ვიზიტისას ქვეყნის პრეზიდენტს, სი ძინფინგს შეხვდება.

წლების შემდეგ ეს იქნება სის პირველი შეხვედრა უცხოელ კერძო მეწარმესთან. შეხვედრასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

14 ივნისს გეიტსმა Twitter-ზე დაწერა, რომ ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის პარტნიორებთან შესახვედრად 2019 წლის შემდეგ პირველად ჩადის პეკინში.

სი ძინფინგი და ბილ გეიტსი ბოლოს 2015 წელს, ჰაინანის პროვინციაში გამართული ბოაოს ფორუმის ფარგლებში შეხვდნენ. 2020 წელს სიმ გეიტსს COVID19-თან საბრძოლველად ჩინეთისთვის გამოყოფილი $5 მილიონისთვის მადლობის წერილი გაუგზავნა.

აშშ-ჩინეთის დაძაბულობისა და კვირის ბოლოს ჩინეთში ბლინკენის დაგეგმილი ვიზიტის ფონზე, შეხვედრა ყურადღების ცენტრში მოექცევა.

კომენტარები