თავდასხმა საქართველოს ბანკზე

ქუთაისში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გრიგოლ ნარსიას, რომელიც ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და ცამეტი პირი მძევლად აიყვანა, სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

გრიგოლ ნარსია ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალში 20 სექტემბერს შეიჭრა. მან ბანკის კედლებზე იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყოფბილობა დაამაგრა, მსგავსი მოწყობილობა ჰქონდა მას დამაგრებული სხეულზეც.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირის დამყარების შემდეგ, თავდამსხმელმა მისთვის 2 000 000 აშშ დოლარის, ვერტმფრენის, მიკროავტობუსის, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშისა და ანკესის გადაცემა მოითხოვა. 

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. 

 

დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

 

კომენტარები