დაპირისპირება პარლამენტში

მდინარაძე ოპოზიციონერ დეპუტატებს: როგორც კი რუსსა და მოღალატეს ახსენებთ, დედას შევიგინები

მე ასე ვიზამ და ყველამ სათითაოდ დაიმახსოვრეთ. როგორც კი მაგ სიტყვას ახსენებთ, დედას შევიგინები - რუსს როგორც კი ახსენებთ. დედას შევიგინები, მოღალატეს ახსენებთ თუ არა, ეგრევე. იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება რუსულ საქმეს აკეთებდით. აგერ, დევი ჭანკოტაძე ხომ არის, მან თქვას - თქვი, აბა, რეზოლუციით ომის დაწყება დაგაბრალეს თუ არა? თქვენ ხართ ქვეყნის მტრები და მოღალატეები, მე ასე გეუბნებით და თქვენ რომ იტყვით, მერე რა პასუხს გაგცემთ, გაიგებთ.

ასე მიმართა პარლამენტში ოპოზიციონერ დეპუტატებს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. პოლიტიკოსების დაპირისპირებას წინ ის უძღვოდა, რომ ქართული ოცნების დეპუტატებს პარლამენტში მოქალაქემ რუსული რუბლები დააყარა.

კომენტარები