დაპირისპირება პარლამენტში

ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს პარლამენტში ზურგში მიკროფონი ჩაარტყა

საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა, ხალხის ძალის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ დეპუტატს, ტარიელ ნაკაიძეს ზურგში მიკროფონი ჩაარტყა.

დაპირისპირებაში ჩაერთო ქართული ოცნების დეპუტატი, ლევან მგალობლიშვილიც, რომელმაც ტარიელ ნაკაიძის მიმართულებით ასევე მიკროფონი ისროლა.

ამ წუთებში პლენარულ სხდომაზე თავდაცვის კოდექსის პროექტს განიხილავენ.

კომენტარები