ქართული ოცნება

არა რუსულ რეჟიმს! – ოცნების დეპუტატებს პარლამენტში რუბლები დააყარეს

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატებს პარლამენტში მოქალაქემ რუსული რუბლები დააყარა. 

"არა რუსულ რეჟიმს, არა რუსულ მთავრობას!" - მიმართა პარლამენტის წევრებს ქალმა, რომელიც მანდატურებმა გაიყვანეს. 

მოქალაქემ გაშალა ბანერი, რომელზეც ეწერა - "არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან".  

10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუბლები დააყარეს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. საპასუხოდ, კობახიძემ თქვა, რომ პერფორმანსის ორგანიზატორებს "ორიენტაცია აქვთ არეული". მისივე სიტყვებით, "საჭიროა, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები კი დაქორწინდნენ". 

კომენტარები