საქართველო-უკრაინა

ღუდუშაური: საქართველოს ხელისუფლებას არახამიას ჭკუის სასწავლებელი არაფერი სჭირს

დავით არახამიას იმას ვურჩევდი, რომ პირველ რიგში, სანამ ის საქართველოსა და ჩვენს ხელისუფლებას რაიმეს ურჩევს და მით უმეტეს, ასეთ მტკიცებით ფორმაში გამოვა და ჭკუის დარიგებას დაგვიწყებს, იქნებ ეს ქართულად გვითხრას [...] მისი ცალკეული შეფასებები და სუბიექტური მოსაზრებები ყველასთვის კარგად ცნობილია. აქედან გამომდინარე, საქართველოს, ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას დავით არახამიას ჭკუის სასწავლებელი არაფერი სჭირს. 

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური უკრაინის მმართველი პარტიის, ხალხის მსახურის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას. არახამიამ Facebook-ზე დაწერა, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში არსებული რუსული აქტივების კონფისკაცია მოეხდინა. 

კომენტარები