კანდიდატის სტატუსი

მთავრობა: პრემიერმა ელჩებს უმასპინძლა, საუბარი შეეხო 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ინფორციით პრემიერ-ინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა, სადაც "საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას".

"მთავრობის მეთაურმა დიპლომატებთან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას. ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას". - წერს საქართველოს მთავრობა.

დღეს, 12 ივნისს, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც რეკომენდაციის სახით აღნიშნულია, რომ საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ უნდა მიიღოს. 

დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის გაცემულ 12 რეკომენდაციას შორის.

კომენტარები