ათასი ვერსიაა და ამ ათას ვერსიაში გამოითქმის მოსაზრებები, რომ ვიღაც ახლობლების და ოჯახის წევრების დაწინაურების ხარჯზე იცვალა ფერი პრეზიდენტმა. უამრავი ვერსიაა, მაგრამ არ შევიდეთ ამაში. ფაქტი რა არის? რამდენი ნაბიჯიც გადადგა, ყველა იყო ამ რეალობის საწინააღმდეგო. რაც 26 მაისს გააკეთა, ამაში არ შევყევით. სპეციალურად განცხადებაც გავავრცელეთ. ნაცური ნარატივი საქართველოს ხელისუფლების პრორუსობის შესახებ უკიდურესად შეურაცხმყოფელია. თვითონ ხომ ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილს ხომ ვერ დავაბრალებთ, რომ რაღაც არ იცის და ვერ ხვდება. მის ინტელექტთან დაკავშირებით ასეთი პრეტენზიები ხომ არ გვაქვს. ხომ ზუსტად იცის 2 თვითმფრინავით მოხალისეების გაშვება რა რისკთან იყო დაკავშირებული. ხომ ზუსტად იცის, რომ ის, რასაც მოგვიწოდებენ საქართველოს ფიზიკური განადგურების რისკებთან მიდის ბოლოს.
ქართული ოცნება
მდინარაძე პრეზიდენტზე: არის მოსაზრება, რომ ოჯახის წევრების დაწინაურების ხარჯზე იცვალა ფერი
tbl.ge/6ede
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ იმედის ეთერში.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




