ლარი დოლართან მიმართებით 0.36 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.09 თეთრით გაუფასურდა. 7 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6137 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 2.8001 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.65 ლარია, ხოლო ევროსი - 2.86 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.62 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.81 ლარად.