ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურად და მე მგონი, ვერავინ ვერ ხედავს რეალურ მცდელობებს, რომ ეს ომი დასრულდეს, ან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს, პირიქით, ვხედავთ უფრო მეტ ესკალაციას, უფრო მეტ აგრესიას...
მე მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს ყველაფერი, ყველამ უნდა გამოიყენოს ძალ-ღონე, რომ დაჯდნენ მოსალაპარაკებლად და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესი, ამას ალტერნატივა არ აქვს. აი, დღეს თქვენ ახსენეთ ჰესი, ხვალ კიდევ შეიძლება უფრო უბედურება მოხდეს, ადამიანების მკვლელობა უნდა შეჩერდეს - ეს არის ჩვენი პოზიცია.