რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლეგიონი რუსეთის თავისუფლება ბელგოროდის მოსახლეობას უკრაინაში ევაკუაციას სთავაზობს

ლეგიონი თავისუფალი რუსეთის შევრონი და დროშა

ლეგიონი რუსეთის თავისუფლება ბელგოროდის მოსახლეობას უკრაინაში ევაკუაციას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას ისინი საკუთარ ტელეგრამ-არხზე აქვეყნებენ

ლეგიონის ცნობით, უკრაინის სარდლობასთან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე უკვე შეთანხმდნენ, ხოლო სურვილის შემთხვევაში, ბელგოროდის მოსახლეობას დერეფნით სარგებლობა შეეძლება.

"მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის გათვალისწინებით, უკრაინის სარდლობასთან შევთანხმდით ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე ბელგოროდის მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც რეჟიმის არმიის მხრიდან იბომბებიან.

ამიტომ, ყველა, ვისაც დახმარება სჭირდება, ნებაყოფლობითი თანხმობის შემთხვევაში, ევაკუირებული იქნება უკრაინაში, რათა თავშესაფარი და ყველა საჭირო ძირითადი დახმარება მიიღოს" . - აღნიშნულია პროუკრაინული ჯგუფის განცხადებაში. 

გარდა ამისა, როგორც მათივე ცნობით, თავშესაფრის მისაღებად მოსახლეობას შეუძლია როგორც, ლეგიონს რუსეთის თავისუფლება, ასევე რუსეთის მოხალისეთა კორპუსს მიმართონ

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ გამოაცხადეს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებდნენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებდა კადრებს, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული იყვნენ საბრძოლო მანქანებით. ასევე, ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ტანკიც ჩანს, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება შეესაბამება თუ არა ეს კადრები რეალობას. ასევე, РДК-ს ინფორმაციით, მათ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მოჰპარეს ჯავშანტრანსპორტიორი.

22 მაისს პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ბელგოროდის ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაცია" გამოაცხადეს და რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.

უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.

პირველად 2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებებიჩაატარა.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, გაანადგურეს 70-ზე მეტი დივერსანტი. როგორც ირწმუნებიან, "კონტრტერორისტული ოპერაციის" ფარგლებში, ავიაციის, არტილერიისა და დამატებითი სამხედრო ძალების მეშვეობით, გზა გადაუჭრეს და გაანადგურეს "ნაციონალისტების" ჯგუფები, ვინც უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნება შეძლო, მათი მიმართულებით გააგრძელეს სროლა, "სრულ ლიკვიდაციამდე".

კომენტარები