რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელებს უამრავი შესაძლებლობა ჰქონდათ იმისთვის, რომ მშვიდობიანად ეცხოვრათ – ლუკაშენკო

ალექსანდრ ლუკაშენკო 2023 წლის 21 მარტის მიმართვაზე.

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, უკრაინაში ომი 2014 წლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო

"აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტ პუტინს, როდესაც ის ამბობს, რომ ეს ომი მათ არ დაუწყიათ. ის არც 2014 წელს დაწყებულა. 2014 წლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობას უამრავი შესაძლებლობა ჰქონდა იმისთვის, რომ უკრაინის მასშტაბით მოსახლეობას მშვიდად ეცხოვრა.

"მაგრამ არც ყოფილმა პრეზიდენტებმა და არც ზელენსკიმ არ ისარგებლეს ამით. რატომ არ ისარგებლეს? ომი უნდოდათ?" - თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმით, უკრაინის საკითხი 2014-2015 წლებში უნდა მოგვარებულიყო.

"ყველაფერი ამისკენ მიდიოდა. ალბათ, ჩვენი ერთადერთი შეცდომა იყო ის, რომ ჩვენ ეს საკითხი არ გადავწყვიტეთ 2014-2015 წლებში, როდესაც უკრაინას არც ჯარი ჰყავდა და არც მზადყოფნა ჰქონდა. ყველას სურდა, როგორმე მშვიდობიანი გზით მოგვარებულიყო და მათ ამ დროის განმავლობაში შექმნეს შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნით. - თქვა მან.

კომენტარები