ლარის კურსი

$17 მლნ-ის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან 0.6 თეთრით გამყარდა, ევროსთან 0.98 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით 0.61 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.98 თეთრით გაუფასურდა. 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6335 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 2.8376 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.67 ლარია, ხოლო ევროსი - 2.89 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.63ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.84 ლარად.


10 მაისის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მას შემდეგ ლარი დოლართან 15 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 9 თეთრით.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სებ-მა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო.

კომენტარები