ენმ

"12 წლის ძმისშვილი კონცერტზე უკან დააყენეს" – ხაბეიშვილი პოლიტიკური ნიშნით დევნაზე წერს

ლევან ხაბეიშვილი
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, მისი 12 წლის ძმისშვილი თბილისის მერიის ორგანიზებით გამართულ კონცერტზე "უკან დააყენეს". ხაბეიშვილი და მისი ოჯახის წევრები ფაქტს პოლიტიკური ნიშნით დევნად აფასებენ.

"საუბარი ჩემს 12 წლის ძმისშვილზეა... ვცდილობ ავუხსნა ბავშვებს, რომ გულში არაფერი ჩაიდონ და არ გაბრაზდნენ ასეთ "ადამიანებზე"...ბავშვებს სჯიან იმის გამო, რომ მათი მამა 13 წელი ემსახურა საკუთარი მკერდით, ჯანმრთელობის ხარჯზე სახელმწიფოს და 10 წელია იძულებით ემიგრაციაშია, რადგან უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტ სააკაშვილს და მის ოჯახს იცავდა... სჯიან ჩემ გამო". – წერს ხაბიეშვილი.

ენმ-ს თავმჯდომარე ასევე აქვეყნებს მისი ოჯახის წევრის პოსტსაც.

"მასწავლებელმა ირიბად, მაგრამ თან პირდაპირ გააჟღერა, რომ 10 ივნისს ტარდება კონცერტი, სადაც იქნებიან მერიის წარმომადგენლებიც და ანასტასია დააყენა იმდენად უკან, რომ არც გამოჩნდეს". – წერს მარიამ ხაბეიშვილი.

კომენტარები