სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში

ზურაბიშვილი: აფხაზეთი არ იყიდება – რუსეთს თავს არ დავუხრით

უკრაინაში რუსეთი პოლიტიკურად დამარცხდა, სამხედრო თვალსაზრისითაც დამარცხდა მრავალ ასპექტში. მათ ძალიან დიდი დანაკარგები აქვთ. მათ დაკარგეს ევროპის დანაწევრების, დაქსაქსვის შესაძლებლობა. უკრაინელების მედეგობა, ძალა, შვედეთისა და ფინეთის ისტორიული არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ზემოხსენებული გახლავთ იმის შედეგი, რომ რუსეთის მთავრობამ ვერ გათვალა ეს ყველაფერი. ვერც წარმოიდგენდა რუსეთი, რომ დაუმარცხებელი არ იქნებოდა.

მხოლოდ და მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს როდის დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკებები, ევროპასთან ერთად განსაზღვროს როგორი მშვიდობა იქნება. ჩვენ ნამდვილად მხარში ვუდგავართ უკრაინას. როცა გამოვდივარ საქართველოს ევროპული მომავალისთვის, ეს ასევე ეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობებს, იმიტომ რომ ეს მომავალი მათთვისაც არის - ერთადერთი, რომელიც დაიცავს მათ თავისუფლებას, უსაფრთხოებას და იდენტობას. მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამოვიდნენ სოხუმში, აფხაზეთში, დემონსტრაცია მოაწყეს და ეკავათ ბანერი. აფხაზეთი არ იყიდება, რუსეთს თავს არ დავუხრით. 

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 

კომენტარები