ენმ

ჩალაძე: საუკეთესო იარაღი, რაც მსოფლიოს შეუძლია უკრაინას აჩუქოს, სააკაშვილის გათავისუფლებაა

გასულ წელს ომი რომ დაიწყო რუსეთმა უკრაინასთან, როგორ მყარად იყო პუტინი თუ გახსოვთ, რომ სამ დღეში დავიპყრობთო? ზუსტად ეს არის, ნუ აღვიქვამთ ამ ხალხს, ამათი სიტყვების უკან არაფერი არ არის გარდა ოლიგარქიული მმართველობისa. კი, სამწუხაროდ, ჩვენ მათი ტყვეები ვართ და აკონტროლებენ სიტუაციას, მაგრამ ეს მალე უნდა დასრულდეს, ვერ გაგრძელდება, ხო? თქვენ ხედავთ რა ხდება საერთაშორისო მასშტაბზე. დავუბრუნდეთ მიშას მასშტაბს. როგორ გგონიათ, სულ ხელი რომ არ გაანძრიოს ქართულმა საზოგადოებამ, მიშა სააკაშვილს ვინმე აჩუქებს პუტინს?

ეს არის საუკეთესო თავდაცვის იარაღი ახლა რაც შეიძლება უკრაინას აჩუქოს მსოფლიოს - მიშა სააკაშვილის გათავისუფლება. უკრაინას სჭირდება როგორც შეიარაღება, საჰაერო თავდაცვა, ანტისარაკეტო თავდაცვა, ასევე პრეზიდენტი სააკაშვილი, ცოცხალი ექსპერტი პუტინთან ურთიერთობის საკითხებში, მებრძოლი, რომელმაც თავისი ქვეყანა გადაარჩინა იმას, რომ დღეს რუსებს დროშა არ აქვთ ჩამოკიდებული. 

ამბობს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე TV პირველთან ინტერვიუში.

კომენტარები