ჩვენ არ ვართ სალომე ზურაბიშვილი და ვერ ვიტყვით ის რას იზამს, მაგრამ ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ არცერთ შემთხვევაში არ გვინდა მასთან მითუმეტეს საჯარო პოლემიკაში შესვლა. აქედან გამომდინარე მოვერიდებით კომენტარების გაკეთებას მის განცხადებებთან დაკავშირებით, თუ არ ჩავთვლით, რომ მისი რომელიმე განცხადება, პოზიცია არის ღირებული ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.
[...] როდესაც კონკრეტული ადამიანი შენ გეძახის რეზიდენტს და მერე აღარ მინდა გავიმეორო რას გეძახის, ამის მერე თუ კიდევ ფიქრობ ასეთი პიროვნების შეწყალებაზე, მაშინ ადასტურებ, რომ ეს გამონათქვამი ყოფილა სწორი. რასაც ეძახდა გვარამია ზურაბიშვილის, გამოდის, რომ ის ყოფილა მართალი და ის ყოფილა სწორი, თუ ის დათანხმდება ამ პიროვნების შეწყალებას, ნუ ეს არის სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი.