ევროპული საქართველო

კირთაძე: დემოკრატიული ცვლილებები პრორუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია

ერთადერთი, რაზეც დღეს ვრცლად ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, იყო კანდიდატის სტატუსი და მასთან დაკავშირებული პროცესები. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ მნიშვნელობას, რომელსაც ანიჭებს საქართველოს ხელისუფლება სტატუსის მოპოვების პროცესს. ერთი მხრივ, ის მნიშვნელოვანია მისთვის, თუ არ იქნება ვალდებული, შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად დაწესებული პირობები და, მეორე მხრივ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ეხმარება მას, შექმნას პროდასავლურობის მითი, არ მოხდეს მისი კრისტალიზება, როგორც ღიად პრორუსული ძალა. 

საზოგადოება და პოლიტიკური სპეკულაციებს უნდა აღუდგეს და ნათლად უნდა გაესვას ხაზი, რომ დემოკრატიული ცვლილებები, რაც არის კანდიდატის სტატუსისა და ევროინტეგრაციის ძირითადი მნიშვნელობა, შეუძლებელია პრორუსული რეჟიმის პირობებში. 

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე. პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 30 მაისს, ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად საქართველოსთვის მოცემული ყველა რეკომენდაცია ივნისისთვის შესრულდება, გარდა დეპოლარიზაციისა.

კომენტარები