რუსული გავლენა

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ანდჟეი დუდა რუსეთის გავლენის კანონპროექტს ხელს აწერს

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ თქვა, რომ ხელს მოაწერს კანონს, რომელიც საგანგებო კომისიის მიერ რუსული გავლენების გამოძიებას ითვალისწინებს. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად მიიღო, რომლებიც ამბობენ, რომ საარჩევნო წელს ეს კანონი ოპოზიციის წინააღმდეგ კუდიანებზე დევნის საფუძველს შექმნის.

მმართველი ნაციონალისტური პარტია კანონი და სამართლიანობა (PiS) ამბობს, რომ ლიბერალური ოპოზიციური სამოქალაქო პლატფორმა (PO) პარტია 2007-2015 წლებში საშუალებას აძლევდა პოლონეთს, სახიფათოდ დამოკიდებული გამხდარიყო რუსულ წიაღისეულ საწვავზე.

PO უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ ის ოქტომბერში ან ნოემბერში დაგეგმილი არჩევნების წინ PO-ს ლიდერის და ყოფილი პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის პოლიტიკური სცენიდან აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

დუდას თქმით, ის საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვნით მიმართავს, რომ კანონი ამოქმედების შემდეგ განიხილოს, რადგან მას ოპონენტები არაკონსტიტუციურად განიხილავენ.

კომენტარები