რუსული გავლენა

კობახიძე: საქართველოში რუსული გავლენა მცირდება, პრორუსული პარტიები ნაკლებ ხმებს იღებენ

ეს [საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება] არის, რა თქმა უნდა, სამწუხარო მოვლენა ჩვენთვის. მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ იმაზე, რომ რუსული გავლენა არ გაფართოვდეს. თქვენ ხედავთ, რომ გასული წლების განმავლობაში არათუ არ ფართოვდება, მცირდება რუსული გავლენა საქართველოში. ამაზე მეტყველებს არჩევნების შედეგებიც, პრორუსული პარტიები უფრო ნაკლებ ხმებს იღებენ საქართველოში. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი დამსახურება. აქციის მოწყობა შეუძლია ყველას, მთავარია, როგორია ამაზე ხელისუფლების რეაგირება

პირველი არხის ცნობით, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ე.წ. უკვდავი პოლკის აქციაზე საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების ფაქტებზე თქვა.

კომენტარები