რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევზე თავდასხმისას 75 რუსული სამიზნედან 67 ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 75 საჰაერო სამიზნედან 67 გაანადგურა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ისაუბრა.

გენერალ ზალუჟნის თქმით, კიევის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 37 ფრთოსანი რაკეტა, 29 უპილოტო საფრენი აპარატი შაჰედი და ერთი სადაზვერვო დრონი. 

"ღამით რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინის სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ფრთოსანი რაკეტებითა და დრონებით". - წერს ზალუჟნი.

კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი ნებიტოვის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის თითქმის ყველა სამიზნე გაანადგურეს, მაგრამ, დაზიანდა რამდენიმე შენობა.

"რამდენიმე რაიონში თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ინსტრასტრუქტურა. არ არიან დაღუპულები და დაშავებულები". - აღნიშნავს ნებიტოვი.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, განმეორებითი თავდასხმა მოჰყვა 28 მაისს კიევის დღეს, რუსეთის დრონებით შეტევის უზარმაზარ ტალღას, რომელიც, როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, ომის დაწყებიდან დღემდე თავდასხმებს შორის ყველაზე მასშტაბური იყო.

კომენტარები