რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის კონფლიქტში დასავლეთის პირდაპირი და ირიბი ჩართულობა იზრდება – პესკოვი

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის კონფლიქტში დასავლეთის პირდაპირი და ირიბი ჩართულობა იზრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით პესკოვმა სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. 

პესკოვის თქმით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ კონფლიქტის გახანგრძლივებასა და გამწვავებას გამოიწვევს, თუმცა ვითარების რადიკალურად შემოტრიალებას ვერ შეძლებენ. კრემლის სპიკერი დასავლეთის მიდგომას უპასუხისმგებლოს უწოდებს.

"ასე იქნება, თუ ისე, რუსეთი განაგრძობს ოპერაციას, დაიცავს თავის ინტერესებს და მიაღწევს დასახულ მიზნებს...  თეორიულად კოლექტიური დასავლეთი კონფლიქტის ესკალაციის არიდებაზე უნდა იყოს მომართული, სამწუხაროდ ასე არ ხდება". - ამბობს პესკოვი ინტერვიუში.

კომენტარები