რუსეთი-გერმანია

გერმანიის 100-ზე მეტი მოქალაქე რუსეთში საჯარო მოხელის თანამდებობას ტოვებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის მიერ დადგენილი შეზღუდვების შესაბამისად, გერმანიის 100-ზე მეტი მოქალაქე რუსეთში საჯარო მოხელის თანამდებობას ტოვებს

"ეს შეზღუდვა, რომელიც რუსეთმა დააწესა და ივნისის დასაწყისამდე უნდა აღსრულდეს, მოითხოვს რუსეთში ჩვენი საქმიანობის მაქსიმალურად შემცირებას, ყველა მიმართულებით". - ამბობს წყარო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

შეზღუდვა საგანმანათლებლო და კულტურულ სექტორსაც ეხება. შემცირებულ კადრებს შორის არიან მასწავლებლები და მათ შორის, გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლებიც. 

გერმანელი თანამშრომლების მიერ თანამდებობების დატოვების შესახებ მანამდე გერმანულმა გამოცემა Sueddeutsche Zeitung-მა გაავრცელა ინფორმაცია. 

გერმანიის საგარეო აღნიშნავს, რომ ბალანსის შესანარჩუნებლად გერმანიაში რუსეთის მოქალაქეების დასაშვებ რაოდენობაზეც მიიღებენ გადაწყვეტილებას. 


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის მხრიდან რუსი დიპლომატების დათხოვნას ეხმაურება და გერმანელ დიპლომატებთან მიმართებაში ანალოგიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს

"გერმანიის ხელისუფლებამ მიიღო გერმანიაში დიპლომატიური მისიით მყოფი რუსეთის მოქალაქეების მასობრივად დათხოვნის გადაწყვეტილება. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ბერლინის მხრიდან ამგვარ ქმედებებს, რითაც განაგრძობს რუსეთ-გერმანიას შორის არსებული კავშირების რღვევას. ბერლინის არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ რუსულმა მხარემ გადაწყვიტა ანალოგიურ გზას მიმართოს და რუსეთში მყოფი გერმანელი დიპლომატები გააძევოს. ამასთან, მნიშვნელოვნად შეიზღუდება დიპლომატიური მისიით რუსეთში ჩამოსული გერმანელი დიპლომატების დასაშვები რაოდენობა". - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები