რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიიდან რუსი დიპლომატების დათხოვნას რუსეთის საგარეო ანალოგიური ნაბიჯით პასუხობს

Russian Foreign Ministry – МИД России / Facebook

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის მხრიდან რუსი დიპლომატების დათხოვნას ეხმაურება და გერმანელ დიპლომატებთან მიმართებაში ანალოგიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს

"გერმანიის ხელისუფლებამ მიიღო გერმანიაში დიპლომატიური მისიით მყოფი რუსეთის მოქალაქეების მასობრივად დათხოვნის გადაწყვეტილება. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ბერლინის მხრიდან ამგვარ ქმედებებს, რითაც განაგრძობს რუსეთ-გერმანიას შორის არსებული კავშირების რღვევას. ბერლინის არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ რუსულმა მხარემ გადაწყვიტა ანალოგიურ გზას მიმართოს და რუსეთში მყოფი გერმანელი დიპლომატები გააძევოს. ამასთან, მნიშვნელოვნად შეიზღუდება დიპლომატიური მისიით რუსეთში ჩამოსული გერმანელი დიპლომატების დასაშვები რაოდენობა". - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, გერმანიის მიერ დათხოვილი დიპლომატების ზუსტი რაოდენობა. 

კომენტარები