რუსეთი-გერმანია

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია პუტინის მეგობარ ყოფილ კანცლერს წვეულებას უწყობს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და გერმანიის იმდროინდელი კანცლერი, გერჰარდ შროიდერი, 2005 წელი.
POLITICO

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია ყოფილ კანცლერს, გერჰარდ შროიდერს მშობლიურ ქალაქში, ჰანოვერში წვეულებას მოწყობს, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ ლიდერს რუსეთთან კავშირების გამო აკრიტიკებენ. ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

27 ოქტომბერს ჰანოვერში შროიდერის პარტიაში ყოფნის 60 წლის თავს აღნიშნავენ. ამასთან, 27 ოქტომბერი შროიდერის კანცლერობის 25 წლის თავიცაა.

ღონისძიებას მხოლოდ მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. 50-მდე დამსწრეს შორის იქნებიან შროიდერის ახლო მეგობრები და მისი კაბინეტის ყოფილი წევრები.

შროიდერს, რომელსაც 2023 წლის მარტში გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან გაგდება ემუქრებოდა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მეგობრული ურთიერთობებისა და რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებში სამეთვალყურეო საბჭოებში ყოფნის გამო აკრიტიკებენ.

კომენტარები