რუსეთი-გერმანია

რუსეთმა 20-ზე მეტი გერმანელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, გერმანიის ქმედებების საპასუხოდ, რუსეთმა ქვეყნიდან 20-ზე მეტი გერმანელი დიპლომატი გააძევა

"გერმანიის ხელისუფლებამ გერმანიაში რუსული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების კიდევ ერთი მასობრივი გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბერლინის ამ ქმედებებს, რომელიც ანადგურებს რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებს." - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენ დიპლომატს გააძევებს, თუმცა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვმა "20-ზე მეტი" დიპლომატის გაძევების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანულ გამოცემა Deutschlandfunk-ს მხოლოდ ის დაუდასტურა, რომ პერსონალის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზე იყო.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვსა და ბერლინს შორის დაძაბულობა გაიზარდა. გასული წლის აპრილში გერმანიის მთავრობამ ქვეყნიდან 40-მდე რუსი დიპლომატი გააძევა.

კომენტარები