დღეს დიასპორის დღეა, მინდა მოგილოცოთ და, აქვე, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ გუშინდელი დღე და გავიმეორო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის დიასპორა. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ გავაძლიეროთ დიასპორა - რას ვაკეთებთ და რას არ ვაკეთებ.
დღეს ძნელი დასათვლელია, რამდენს წარმოადგენს ჩვენი დიასპორა. ამბობენ, ერთი მილიონი არის რუსეთში. აღარაა ერთი მილიონი რუსეთში - ეს კარგად ვიცით. დაახლოებით ნახევარი მილიონი თუა და ისინიც ნახევრად ქართველები, ნახევრად რუსები.