ფლანგვის დეტექტორი

GMC: საგარეჯოს მერიამ პაატა გულიაშვილს "სახელოვნებო მომსახურებაში" 9 000 ლარი გადაუხადა

ფლანგვის დეტექტორის [GMC] ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წლის 6 მაისის - გიორგობის დღესასწაულისთვის მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით პაატა გულიაშვილის "სახელოვნებო მომსახურება" შეიძინა, რომელშიც 8 930 ლარი გადაიხადა.

GMC-ს ცნობით, შესყიდვის დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საგარეჯოს მერიამ, როგორც თავად თვითმმართველობის ორგანო წერს, "ყველასთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორის" პაატა გულიაშვილის მომსახურების შეძენა მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გადაწყვიტა.

"სოფლის მოსახლეობას სურვილისა და ინტერესებიდან გამომდინარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია დაეხმაროს მოსახლეობას ღონისძიების ორგანიზებაში და მათივე თხოვნით მოიწვეულ იქნას პაატა გულიაშვილი". - წერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია.

მათივე ინფორმაციით, Პაატა გულიაშვილს 2019 წლიდან დღემდე გამარტივებული შესყიდვების საშუალებით 60 555 ლარი აქვს მიღებული. Როგორც წესი მის მომსახურებას  სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერიები გასართობი ღონისძიებებისთვის ყიდულობენ. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ხელშეკრულებები 2022 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და 2023 წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  მერიას აქვთ გაფორმებული - ორივეს 8 930-8 930 ლარი.

კომენტარები