რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თუ უკრაინა ომის შემდეგ NATO-ში არ შევა, ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ იქნება – კარინსი

24 მაისს, ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ პრესკონფერენციაზე ლატვიის პრემიერმინისტრმა, კრისიანის კარინსმა თქვა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას სავალდებულოდ მიიჩნევს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია ვერ იქნება. 

ლატვიის პრემიერმინისტრმა უკრაინის სამხედრო დახმარების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

"[უნდა დავეხმაროთ] ყველაფრით რაც საჭიროა, სანამ ის საბოლოოდ არ მოიგებს ომს სრულიად გაუმართლებელი აგრესიის წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს [...]

სრულიად ნათელია, რომ ომის ბოლოს, იმისთვის, რომ ევროპაში მშვიდობა და უსაფრთხოება რეალობად იქცეს, უკრაინა NATO-ს წევრი ქვეყანა უნდა იყოს." - თქვა კარინსმა.

კომენტარები