ქართული ოცნება

მდინარაძე ღარიბაშვილზე: მისასალმებელია, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ისაუბრა

პრემიერმინისტრის გამოსვლა სამაგალითო იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, რომ ეროვნული ინტერესებიდან გამოხვიდე და ეს იყოს პრიორიტეტი. ყველა ქვეყნის ინტერესში ზის, რომ ქვეყნის პირველი პირი პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობდეს და ეს ამ შემთხვევაშიც ასე იყო. გასაკვირი არაფერია, ასეთი მიდგომა მისასალმებელია. საქართველო მკაფიოდ ამბობს, რომ სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ გახდება. თავის მხრივ, როდესაც საუბარია სანქციების დაწესებაზე. ეს სანქციები უფრო მეტად დააზიანებს საქართველოს უსაფრთხოების რისკებს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა და მოქალაქეებს. ბუნებრივია, ქართველებისა და საქართველოს დამაზიანებელ ნაბიჯებს ჩვენ არ გადავდგამთ და ამიტომ, საქართველოს მხრიდან სანქციები არ დაწესდება. 

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე. მდინარაძემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლა შეაფასა.

კომენტარები