გიორგი ანწუხელიძე

ანწუხელიძის მეუღლე: რუსის ხსენება ჩემთვის ასოცირდება გიორგის წამებასთან

"ძალიან მძიმეა ჩემთვის თითოეული რუსის შემოსვლა.რუსეთი ჩემთვის მტერია და ეს ასე იქნება ყოველთვის. 

ყოველთვის რუსის ხსენება ჩემთვის ასოცირდება გიორგის წამებასთან და ყოველთვის მახსენდება ის დღე, როდესაც გიორგი აწამეს და შემდეგ წამებით მოკლეს.

აგრესია მაქვს ყოველთვის რუსების მიმართ და არ მინდა, რომ აქ ამდენი რუსი იყოს. არ მქონდა ასეთი ძალიან დიდი აგრესია, უბრალოდ შემდეგ, როდესაც უკრაინასთან დაიწყეს ომი და ვნახე ის საშინელი კადრები, როგორ ექცეოდნენ პატარა ბავშვებს და ქალებს, ამის მერე უფრო მეტად გამიჩნდა აგრესია, მანამდე ასე ძალიან არ მქონდა, იმიტომ, რომ გიორგის კადრები მე დღემდე არ მაქვს ნანახი და ასე ვერ აღვიქვამდი, მაგრამ როცა ვნახე ის კადრები, რაც იქ, უკრაინაში გააკეთეს, ამის მერე დიდი აგრესია გამიჩნდა."

თქვა რუსების მიერ წამებით მოკლული გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ ფორმულასთან ინტერვიუში.

კომენტარები