პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სასახლეში ახალ წლამდე ყველა ოფიციალური ღონისძიება უქმდება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში ახალ წლამდე დაგეგმილი ყველა ოფიციალური ღონისძიება უქმდება. განცხადების მიხედვით, მიზეზი "მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეებია". 

"ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას, მათ შორის საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიას. 

აღნიშნული ღონისძიებების გამართვის დრო საზოგადოებას დამატებით ეცნობება". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები