რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, დივერსანტები გაანადგურეს, პროუკრაინული ჯგუფი უარყოფს

რუსი სამხედროები ბელგოროდში
РИА

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბელგოროდში დივერსანტების ჯგუფი გაანადგურეს. 

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, გაანადგურეს 70-ზე მეტი დივერსანტი. როგორც ირწმუნებიან, "კონტრტერორისტული ოპერაციის" ფარგლებში, ავიაციის, არტილერიისა და დამატებითი სამხედრო ძალების მეშვეობით, გზა გადაუჭრეს და გაანადგურეს "ნაციონალისტების" ჯგუფები, ვინც უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნება შეძლო, მათი მიმართულებით გააგრძელეს სროლა, "სრულ ლიკვიდაციამდე".

ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ბელგოროდის ოლქში რუსულ მოხალისეთა კორპუსთან ერთად შევიდა, საკუთარ ტელეგრამ-არხზე ინფორმაციას უარყოფს და წერენ, რომ "ბელგოროდის ოლქის გათავისუფლებას" აგრძელებენ. 

"რუსეთის ფედერაციის არმიამ ვერ შეძლო რამის დაპირისპირება პატრიოტი-მოხალისეების ჯგუფებისთვის, რომლებმაც ხელში იარაღი აიღეს და არ შეეშინდათ ღიად წასულიყვნენ მოსკოვის რეჟიმის წინააღმდეგ, რუსეთის თავისუფალი მომავლისთვის. კიდევ ერთხელ დაინგრა მითი იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან და რუსეთის ფედერაცია არის ძლიერია. ფაქტია, რომ ხელისუფლება წლების განმავლობაში მხოლოდ ძარცვავდნენ ბიუჯეტს და იტყუებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო. რუსეთის ფედერაციას სამხედრო კრიზისებზე რეაგირებისთვის ძალები არ აქვს - ყველა სამხედრო მოსამსახურე მკვდარი ან დაჭრილია, ან უკრაინაშია. რუსეთის ფედერაცია აბსოლუტურად დაუცველია". – წერს ლეგიონი რუსეთის თავისუფლება.

კრემლში აცხადებენ, რომ ბელგოროდის მოვლენებით "ღრმად შეშფოთებულები" არიან.

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ გამოაცხადეს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებდნენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებდა კადრებს, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული იყვნენ საბრძოლო მანქანებით. ასევე, ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ტანკიც ჩანს, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება შეესაბამება თუ არა ეს კადრები რეალობას. ასევე, РДК-ს ინფორმაციით, მათ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მოჰპარეს ჯავშანტრანსპორტიორი.

პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ბელგოროდის ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაცია" გამოაცხადეს და რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.

უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.

პირველად 2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა.

კომენტარები