ირანი

ევროპულმა საბჭომ ირანის ოფიციალურ პირებსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა

ევროპული საბჭო ირანის ოფიციალური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ დამატებით ახალ სანქციებს აწესებს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ

"ევროპულმა საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, დაწესდეს შემაკავებელი ზომები დამატებით ხუთ ფიზიკურ პირსა და ორ სუბიექტზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ირანში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე". - აღნიშნულია განცხადებაში.

სანქცირებულთა სიას დაემატა თეირანის პოლიციის დახმარების განყოფილების ამჟამინდელი მეთაური, ირანის პოლიციის სპიკერი და კიბერსივრცის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქცია უწესდება სტუდენტური ორგანიზაციას, რომელიც უნივერსიტეტის კამპუსებში მოქმედებს, როგორც რევოლუციური გვარდიის აღმასრულებელი ძალა.

ევროპული საბჭოს მიერ დაწესებული შეზღუდვის ახლა სულ 216 ფიზიკურ და 37 სუბიექტზე ვრცელდება. ისინი მოიცავს აქტივების გაყინვას, ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას და ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას. სანქციები ასევე მოქმედებს ირანში იმ აღჭურვილობის ექსპორტის აკრძალვაზე, რომელიც შეიძლება გამოიყენონ შიდა რეპრესიებისთვის და აღჭურვილობის სატელეკომუნიკაციო მონიტორინგისთვის.

კომენტარები