რუსეთი-საქართველო-უკრაინა

მტკივნეულია, რომ რუსული სიბნელე ახრჩობს საქართველოს – დანილოვი

ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. 

"საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ამ ბნელ პერიოდს, რომელიც ჩრდილოეთის საძაგელი ჭაობიდან ჩამოაწვა, წარსულში მოიტოვებს. უკრაინა თქვენ გვერდით იქნება მონების წინააღმდეგ თავისუფალთა ბრძოლაში. მტკივნეულია, რომ რუსული სიბნელე ახრჩობს საქართველოს, მაგრამ ჩვენ გაგიზიარებთ ჩვენი ბრძოლის გამოცდილებას. იცოდეთ, რომ საქართველო იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი. მისი ტერიტორიები და სუვერენობა დარჩება ხელუხლებელი. მოდით, ერთად დავდგეთ!" - წერს დანილოვი Twitter-ზე. 

კომენტარები