მოლდოვა

მოლდოვა რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად არ განიხილავს – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, მოლდოვა რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად არ განიხილავს. 

"თუ პატივს არ გცემენ, მაშინ ეს ნამდვილად არ არის სტრატეგიული პარტნიორობა. როდესაც რუსეთს ჩვენი ერის სურვილის საწინააღმდეგოდ 30 წელია ჩვენს ტერიტორიაზე ჯარი ჰყავს, ეს სტრატეგიული პარტნიორობა არ არის.

როდესაც კიდევ ერთხელ ხდება ჩვენი ექსპორტის ყველა სახის ბლოკადა, როდესაც გაზისთვის ძალიან მაღალ ფასს იხდი და ისინი მაინც ამცირებენ გაზის მოწოდებას 60%-ით ყველანაირი მიზეზის გარეშე - მაშინ როგორი სტრატეგიული პარტნიორობაა ეს?" - თქვა სანდუმ.

გარდა ამისა, სანდუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვა მზადაა ითანამშრომლოს იმ ქვეყნებთან, რომლებიც პატივს სცემენ მოლდოვის სუვერენიტეტს, მოლდოველ ხალხს და ამასთან, სანდუს სიტყვებითვე, ეს თანამშრომლობა ორმხრივი უნდა იყოს.

კომენტარები