რუსეთი-საქართველო

ნოდია: ამან არ უნდა ჩაანაცვლოს მთავარი ამოცანა - პოლიტიკური ძალის თუ ძალების შექმნა

პოლიტიკაში სიმბოლოებს მნიშვნელობა აქვს. ისეთ საკითხებზე პოზიციის გამოხატვა, როგორიცაა ყვარელში ლავროვის სანქცირებული შვილის სტუმრობა, ბუნებრივია და სწორია

მაგრამ ამან არ უნდა ჩაანაცვლოს მთავარი ამოცანა - ისეთი პოლიტიკური ძალის თუ ძალების შექმნა, რომლებიც შეძლებენ ხელისუფლების ჩანაცვლებას და სხვაგვარი პოლიტიკის გატარებას.

სხვანაირად ყველაზე გულწრფელი და გამართლებული პროტესტი ორთქლის გამოშვების ფუნქციას უფრო შეასრულებს.

ბოდიში, თუ ზედმეტად მარტივი რამე ვთქვი.

წერს პოლიტოლოგი, გია ნოდია.

კომენტარები