საქართველო-რუსეთი

Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა – რუსული მედია

Georgian Aiways

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის პირველი თვითმფრინავი ოთხწლიანი შესვენების შემდეგ თბილისიდან მოსკოვში გაფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

16 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები აღდგა. ფრენებს რუსული ავიაკომპანია Azimuth-ი და Georgian Airways-ი ასრულებენ.

19 მაისს უკვე შესრულდა პირველი პირდაპირი ფრენა მოსკოვიდან. 

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, რუსული ავიაკომპანია აზიმუტის გარდა, თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია Georgian Airways-იც იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აუცილებელი ნებართვა დღეს, 16 მაისს გასცა.

რუსული ავიაკომპანია Азимут-ი, რომელიც საქართველოს მიმართულებით ფრენებს 17 მაისიდან დაიწყებს, უკრაინის მიერაა სანქცირებული. ამის შესახებ ინფორმაცია სანქცირებული კომპანიებისთვის შექმნილ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

კომენტარები