რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პენი ვონგი
Lisa Marie Davidl/Getty Images

ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ენტონი ალბანესმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა ისაუბრეს

სანქციები შეეხება 21 სუბიექტს, მათ შორის სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანია Rosatom-ის შვილობილ კომპანიებსა და რუსეთის უმსხვილეს ნავთობისა და ოქროს კომპანიებს.

ოფიციალური ინფორმაციით, სანქციები შეეხება სამხედრო იურიდიულ პირებსაც, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინაში. სანქცირებულთა სიაშია ასევე 5 რუსული ბანკი და 3 ფიზიკური პირი. 

ამასთანავე, ავსტრალია კრძალავს ყოველგვარი ტექნიკისა და ტექნოლოგიური დეტალების რუსეთსა და რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ექსპორტს. 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სანქციები რუსეთისთვის ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებს ეხება.

ავსტრალიამ განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერმინისტრი ენტონი ალბანესი იაპონიაში დიდი შვიდეულის სამიტზე დასასწრებლად ჩავიდა.

"ჩვენ გავაგრძელებთ G7-სა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას". - აღნიშავს პრემიერმინისტრი. 

მანამდე, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმაც გამოაცხადეს. 

კომენტარები