საქართველო-რუსეთი

მელია: საქართველოს პრორუსული ხელისუფლება მართავს, რასაც შედეგად მოჰყვება ყველაფერი რუსული

დღეს 20:00 პარლამენტთან, ვაპროტესტებთ მიზეზს და არა შედეგს!

რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს კი ღიად პრორუსული ხელისუფლება მართავს, ზუსტად ესაა მიზეზი, რასაც შედეგად მოჰყვება ყველაფერი რუსული: კანონი, თვითმფრინავი, სახელმწიფოს მართვის სტილი....

რუსულ კანონს ევროპაში არ იღებენ, რუსული თვითმფრინავები ევროპაში არ დაფრინავენ, ოლიგარქები ევროპაში ქვეყნებს არ მართავენ!

საქართველოს ისტორიული არჩევანი ევროპაა, საქართველოს მომავალი ევროპაა!

წერს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

"რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება" - დღეს, 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან აქცია არის დაგეგმილი.

კომენტარები