ელისაბედ II-ს დაკრძალვა

დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვა გაერთიანებულ სამეფოს $200 მილიონი დაუჯდა

Yui Mok/Pool Photo via AP

ფინანსთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის თანახმად, დედოფალ ელისაბედ II-ის ცხედრის უესტმინსტერის დარბაზში საჯაროდ დასვენება და მისი დაკრძალვის ცერემონია გაერთიანებული სამეფოს მთავრობას დაახლოებით 162 მილიონი ფუნტი სტერლინგი, ანუ 200 მილიონი დოლარი დაუჯდა.

1965 წელს უინსტონ ჩერჩილის დაკრძალვის შემდეგ, 2022 წლის 19 სექტემბერს დედოფალ ელიზაბეთის დაკრძალვა სახელმწიფო მნიშვნელობის პირველი მსგავსი ცერემონია იყო.

ღონისძიება 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში ბრიტანეთის ტახტზე ყველაზე ხანგრძლივად მყოფი მონარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ათდღიან გლოვას მოჰყვა. დაკრძალვის ცერემონიას, რომელზეც რუსეთის, ბელარუსისა და მიანმარის წარმომადგენლები არ მიიწვიეს, მსოფლიო ლიდერებიც ესწრებოდნენ.


8 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ელისაბედი მონარქის ტიტულს 70 წლის განმავლობაში ატარებდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, ცნობილი გახდა, რომ დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ბალმორალის სასახლეში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. 

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ბალმორალის სასახლეში იკრიბებოდნენ.

გაერთიანებული სამეფოს ტახტი მეფე ჩარლზ III-მ დაიკავა.

კომენტარები