დიდი ბრიტანეთი

დედოფალი ელისაბედ II გარდაიცვალა

ელისაბედ II

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს. 

ელისაბედი მონარქის ტიტულს 70 წლის განმავლობაში იკავებდა.

8 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ბალმორალის სასახლეში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. 

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ბალმორალის სასახლეში იკრიბებოდნენ.

გაერთიანებული სამეფოს ტახტს პრინცი ჩარლზი დაიკავებს. 

კომენტარები